fbpx
საბერძნეთი

ჯარიმა აუცრელობის შემთხვევაში – ვის ეკისრება 50 ევრო 100-ის ნაცვლად და ვინ არის გამონაკლისი?!

როგორც უკვე ცნობილია, 60 წელს ასაკის ზემოთ პირებს საბერძნეთში ყოველთვიური ჯარიმა დაეკისრებათ იმ შემთხვევაში, თუ 16 იანვრამდე არ დანიშნავენ ვიზიტს, პირველი დოზის გასაკეთებლად.

ვის დაეკისრება 50 ევრო ნაცვლად 100 ევროსი, აუცრელობის შემთხვევაში?!

გამომდინარე იქიდან, რომ ვადა არის 16 იანვრამდე, პირველი თვე განისაზღვრება 50 ევროთი, ანუ იანვრის თვის ჯარიმა, აუცრელობის შემთხვევაში შეადგენს 50 ევროს, ყველასთვის. თუმცა, შემდეგი თვის ჯარიმები იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ როდის დაინიშნება ვიზიტი ვაქცინაციისთვის.

მაგალითისთვის, თუ აცრას 10 მარტს გაიკეთებთ, საერთო ჯამში თქვენი ჯარიმა 200 ევრო იქნება, ვინაიდან განისაზღვრება იანვრის თვის 50 ევრო, 100 ევრო თებერვლის თვეში, ხოლო 50 მარტის თვის პირველი ნახევრისთვის.

ვინ არის გამონაკლისი?!

  1. პირველ რიგში გამონაკლისები არიან ისინი, ვინც არიან 60 წელს ზემოთ, მაგრამ დაინფიცირებულნი იყვნენ კორონავირუსით და არ არის გასული 180 დღე.
  2. ისინი, ვისაც ჯანმრთელობის კონკრეტული მიზეზების გამო არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება და ადასტურებენ ამას შესაბამისი ცნობით ექიმისგან.

onalem

ტესტ