fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: როგორ ვნახავთ ჯარიმებს, რომლებიც აუცრელობის გამო დაგვეკისრება?

სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში ჯერ კიდევ ყველაზე ცხელ საკითხად რჩება. საინტერესოა, თუ რა სახით გამოიწერება ჯარიმები 60 წელს გადაცილებულთათვის 16 იანვრიდან, აუცრელობის შემთხვევაში და სად შეგვიძლია შევამოწმოთ, დავჯარიმდით თუ არა. თუ დავჯარიმდით, რამდენია ჩვენი ვალი სახელმწიფოს წინაშე?!

როგორც პრემიერმა განაცხადა საბერძნეთის სოციალური უზრუნველყოფის ელექტრონული მმართველობის  ორგანო აღრიცხავს თითოეულ ადამიანს, 60 წელს ზემოთ, მათი მონაცემების მიხედვით და აუცრელობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმები გამოჩნდება taxisnet-ის სისტემაში. ცხადია, ჯარიმები გამოიწერება თითოეული ΑΦΜ-ის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მოხდება მონაცემთა (ΑΦΜ, ΑΜΚΑ) დამუშავება.

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სისტემის კოდები (კლიდარითმო) და არის 60 წელს ზემოთ, შეეძლება შეამოწმოს საკუთარი მდგომარეობა taxisnet-ის სისტემაში.

შეგახსენებთ, რომ ჯარიმები არ ეხება ორ კატეგორიას:

  1. პირველ რიგში გამონაკლისები არიან ისინი, ვინც არიან 60 წელს ზემოთ, მაგრამ დაინფიცირებულნი იყვნენ კორონავირუსით და არ არის გასული 180 დღე.
  2. ისინი, ვისაც ჯანმრთელობის კონკრეტული მიზეზების გამო არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება და ადასტურებენ ამას შესაბამისი ცნობით ექიმისგან.

onalem

ტესტ