fbpx
კრიმინალი

თესალონიკში 9 უსაბუთო ემიგრანტი და მათ შემოყვანაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს

პოლიციის მიერ თესალონიკში ჩატარებული შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 9 არალეგალი ემიგრანტია, ხოლო ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მათ ქვეყანაში შემოყვანას ცდილობდა.

როგორც ცნობილია, პოლიცია მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რომელსაც 20 წლის მამაკაცი მართავდა, თუმცა, ის არ დაემორჩილა და გზა კიდევ უფრო დიდი სისწრაფით განაგრძო. მის გვერდით იჯდა 22 წლის მამაკაციც, რომელიც მისი თანამზრახველია.

დაკავებული მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა და სახიფათო მანევრებს აკეთებდა, შემდეგ კი გზიდან გადავიდა. სწორედ ამ დროს მოხერხდა პოლიციის მიერ მათი შეჩერება.

აღმოჩნდა, რომ მანქანაში კიდევ 9 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებსაც საბერძენთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდათ და ქვეყანაში სამუშაოდ უკანონოდ შემოვიდნენ.

თითოეული მათგანი თესალონიკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

მათი ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ