fbpx
ეკონომიკა

სოციალური დახმარება საბერძნეთისგან 250-დან 900 ევრომდე – როდის შევავსოთ განაცხადი?!

2019 წლის მაისში განაცხადების მიღება, სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით, დაიწყება. თუმცა, სამწუხარო ფაქტია, რომ თანხის მიღების კრიტერიუმები შედარებით გამკაცრდა, რამაც გამოიწვია ასობით ოჯახის გაცხრილვა ბენეფიციართა სიიდან. თანხის რაოდენობა, რომელსაც საბერძნეთის მთავრობისგან მიიღებთ, დამოკიდებულია თქვენს წლიურ შემოსავალზე და პირთა რაოდენობაზე, რომლებიც ოჯახში ცხოვრობენ.

იხილეთ კრიტერიუმები:

ერთსულიანი ოჯახი, რომლის შემოსავალიც არის 0 – 5.000 ევრო, მიიღებს 450 ევროს, ხოლო რომლის შემოსავალიც 7,000 – 9,000 ევროა, მიიღებს 250 ევროს.

ორი ზრდასრული წევრი ოჯახში, რომელთა შემოსავალიც არის 7.500 ევრო, მიიღებენ 675 ევროს, ხოლო რომელთა შემოსავალიც არის 7.500-დან 10.500 ევრომდე, მიიღებენ 525 ევროს.

წელიწადში 10.500-დან 13.500 ევრომდე შემოსავალზე კი გაიცემა 375 ევრო.

ორი ზრდასრული და ერთი მცირეწლოვანი ოჯახში:

თუ წლიური შემოსავალი უდრის 8,750, ოჯახი მიიღებს დახმარებას 787 ევროს ოდენობით.

თუ შემოსავალი უდრის 8,750-დან 12,250-მდე, ოჯახი მიიღებს 612 ევროს.

ხოლო 12,250 ევროდან 15,750 ევრომდე შემოსავლის შემთხვევაში, ოჯახს დაერიცხება 437 ევრო.

ოჯახი, სადაც ორი ან სამი ზრდასრული წევრი, ხოლო ორი მცირეწლოვანია და მათი შემოსავალი წელიწადში 10.000 ევროა, მიიღებს 900 ევროს დახმარების სახით.

ხოლო თუ მათი შემოსავალი 14.000 ევრომდეა, მიიღებენ 700 ევროს.

თუ 14.000 ევროდან 18.000 ევრომდეა, მიიღებენ 500 ევროს.

onalem

ტესტ