fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ათენი: წარმოუდგენლად მაღალი ფასები ბინის ქირებზე – სტუდენტები ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან

ბერძნული მედია ვრცელ სტატიებს უძღვნის ბოლო დროს ქვეყანაში Airbnb-ის პლატფორმის გამო შექმნილ “პრობლემებს”, რომლებიც ძირითადად სტუდენტებსა და საზოგადოების იმ ნაწილზე მოქმედებს ნეგატიურად, რომლებიც საბერძნეთში გრძელვადიანი ცხოვრების პერსპექტივით არიან ჩამოსულები.

უამრავი უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სასწავლებლების გარეთ გამოკრულია განცხადებები, რადგან მალე სწავლა დაიწყება და ყველა ცდილობს, რომ იპოვოს იდეალური საცხოვრებელი თავისი სწავლის წლების პერიოდისთვის.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში Airbnb გააქტიურდა, ბინის ქირის ფასმა აწევა დაიწყო, რადგან უძრავი ქონების ბერძენმა მფლობელებმა უპირატესობა სწორედ ამ პლატფორმას მიანიჭეს, რომელსაც მათთვის გაცილებით დიდი შემოსავალი მოაქვს. ნაწილმა მუდმივ მდგმურს სახლი დაატოვებინა, რათა მოკლე ვადით ტურისტებზე გაექირავებინა, ნაწილმა კი ფასი საგრძნობლად გაზარდა იმ პირობით, რომ მდგმურს სახლში “დატოვებდა”.

მაგალითად, ატიკის რეგიონში სტუდენტები, რომლებსაც ბინის ქირაობა სურთ, დიდ დაბრკოლებებს აწყდებიან, ყველაზე ცუდ პირობებში, ასევე, არახელსაყრელ ადგილას მდებარე ბინა, მინიმუმ 240-250 ევროდ ქირავდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეგალეო, რომელიც სტუდენტური დასახლებაა. თუმცა, უკეთესი მდგომარეობა არ არის არც ზოგრაფუზე, კესარიანზე, კუკაკსა და მეთსის ტერიტორიებზე. აქ სახლს რთულად იპოვით დასაქირავებლად.

რაც შეეხება თესალონიკს, წელს ბინების ფასები 10%-ით არის გაზრდილი. თუმცა, არსებობს კერძო სტუდენტური სახლები, სადაც ქირის ფასი 500 ევრომდეა, თუმცა, აქ შედის კომუნალური გადასახადების დაფარვაც.

2018 წელს ატიკის რეგიონში ფასებმა 10-15%-ით მოიმატა, ხოლო საერთო ჯამში, ბოლო 5 წლის მანძილზე – 20%-ით არის გაზრდილი.

onalem

ტესტ