fbpx
კრიმინალი

“ორი პატარა გოგონა მამისა და ბებიის გარეშე დარჩა” – 67 წლის ქალი და მისი 40 წლის შვილი გუშინვე დაკრძალეს

ხუთშაბათს ღამით კავალაში მოკლული დედა-შვილი გუშინ საღამოს დაკრძალეს. სურათი ძალიან ტრაგიკულია, რადგან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია 40 წლის მამაკაცის მეუღლე და მათი ორი შვილი. მცირეწლოვანი გოგონები მამისა და ბებიის გარეშე დარჩნენ.

მეზობლები მედიასთან ოჯახებს შორის მრავალწლიან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უთანხმოება დიდი ხნის მანძილზე არსებობდა და ამ ერთის მხრივ, სულელური მიზეზით, ასეთი ტრაგედიის დატრიალება დაუჯერებელია.

როგორც ცნობილია, შეკამათება პარკინგის ადგილის გამო მოხდა. მსხვერპლის სატვირთო მანქანა გაჩერებული იყო იქ, სადაც მისთვის ეს შემაწუხებელი იყო და 67 წლის ქალსა და მის 40 წლის ვაჟს ამის გამო პასუხს სთხოვდა. საბოლოოდ კი, ორივე ორი გასროლით მოკლა.

მკვლელის მეზობლები ამბობენ, რომ 50 წლის ბრალდებულს მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

დაკავებული მუშაობდა მუნიციპალიტეტში, დასუფთავების სამსახურში. მას ახასიათებენ, როგორც ანტისოციალურ ადამიანს, რომელიც გარეთ არასოდეს გამოდიოდა და ადამიანებთან არ ურთიერთობდა, თუმცა, ვერ წარმოიდგენდნენ, თუ ასეთ საშინელებას ჩაიდენდა.

ხვალ მისი სასამართლო პროცესი შედგება.

onalem

ტესტ