fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

6.000-დან 8.000 ევრომდე – ბავშვების არალეგალური გაშვილების ფასი საბერძნეთში

საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი დააკავა, რომელიც ბავშვების არალეგალური გაშვილების საქმეებს ედგა სათავეში. როგორც ცნობილია, მათ საბერძნეთში ჩამოჰყავდათ ბულგარელი ფეხმძიმე ქალები, ბავშვების დაბადების შემდეგ კი, მათ უშვილო ბერძნებზე ყიდდნენ.

მისი დაპატიმრების ორდერი ჯერ კიდევ 2016 წლის შობის წინა დღეს გაიცა. ასევე დაკავებულია ოთხი მამაკაცი და ორი ქალი, დაჯგუფების წევრობის ბრალდებით.

ისინი ბერძნებისგან 6.000-დან 8.000 ევრომდე იღებდნენ იმისთვის, რომ მოეძებნათ გაჭირვებული ბულაგრელი ქალები, შემდეგ კი მათგან ბავშვები ეყიდათ.

ცნობილია, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე მათ მინიმუმ 13 ბავშვი გაყიდეს ატიკის და ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონებში.

38 წლის მამაკაცი მაშინ დააპატიმრეს, როცა ის ბულგარეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა, საზღვარზე ოფიცრებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ის იძებნებოდა.

 

onalem

ტესტ