fbpx
კრიმინალი

პანიკა თესალონიკის ცენტრში – ქართველმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა

ბერძნული მედია გუშინ ღამით, დაახლოებით 23:15 საათზე, თესალონიკში მომხდარი შემთხვევის შესახებ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით 60 წლის ქართველმა მამაკაცმა საშობაო სოფელთან ცეცხლი გახსნა. პირველადი ინფორმაციით, ის სამ ადამიანს მისდევდა, თუმცა, სამივე გაექცა.

როგორც პოლიცია იუწყება, საქართველოს მოქალაქემ მინიმუმ ორჯერ ისროლა და ხელში იარაღის გარდა, დანაც ეჭირა.

ოფიცრებმა მამაკაცი მალევე დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს. როგორც ჩანს, ის იმ პირების მიმართულებით ისროდა, რომელთაც მისდევდა, თუმცა, სამივე მათგანმა მისგან გაქცევა შეძლო.

60 წლის ქართველი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით გაასამართლებენ.

არსებული ვარაუდით, ისინი, ვისაც მამაკაცი ერჩოდა, ასევე ქართველები არიან.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ