fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მათ დღის სინათლეზე, ხალხის ბრმად დაშავება ან დახოცვა უნდოდათ” – რას ამბობს საბერძნეთის პოლიცია გუშინ აღმოჩენილ ბომბზე

როგორც ექსპერტები იუწყებიან, ზოგრაფუს ტერიტორიაზე გუშინ დილით ნაპოვნი ბომბის სახეობა ძალიან ხშირად გამოიყენება სხვადასხვა თავდასხმებისას. პოლიცია გაძლიერებული ძალებით მუშაობს, რათა დადგინდეს, თუ ვინ დადო აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილას და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრაზე.

ოფიცრები გარკვევით ამბობენ, რომ ეს იყო კარგად მომზადებული და ამავე დროს ბრმა თავდასხმისთვის განკუთვნილი ბომბი, ვინაიდან შიგნით მოთავსებული იყო დიდი რაოდენობით ლურსმნები. დამნაშავეებს სურდათ, რომ დღის სინათლეზე, აფეთქების შედეგად, ხალხს ლურსმნები ბრმად მოხვედროდათ და გამოეწვიათ სისხლისღვრა, სიკვდილიც კი…

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, ამერიკის საელჩო ათენში სადღესასწაულო დღეებში ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამ დრომდე ამ ფაქტის ტერორიზმთან კავშირი გამოძიების დასრულებამდე ოფიციალურად არ დასტურდება.

onalem

ტესტ