fbpx
კრიმინალი

ტრაგედია ალექსანდრუპოლში: 19 წლის გოგონა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

ალექსანდრუპოლის მოსახლეობა შოკში ჩააგდო დღეს დილით გავრცელებულმა ამბავმა, რომლის მიხედვითაც, 19 წლის სტუდენტი მის მიერ ნაქირავებ ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ბინა ქალაქის ცენტრში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან ახლოს მდებარეობს. გოგონა თავისმა მეგობარმა იპოვა, რომელმაც მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზარებს არ პასუხობდა.

გოგონა ათენიდან იყო და თრაკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში სწავლა 1 წლის დაწყებული ჰქონდა. მშობლები მას ორი დღის მანძილზე ვერ უკავშირდებოდნენ და გუშინ შუადღეს გოგონას მეგობარმა სახლში მიაკითხა. კარს არავინ აღებდა, შესაბამისად დასახმარებლად სპეციალური სამსახური გამოიძახა და კარი გააღეს. შიგნით შესულებს საზარელი სურათი დახვდათ. ადგილზე სწრაფად გაჩნდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა, თუმცა, სტუდენტი უკვე რამდენიმე ხნის გარდაცვლილი იყო.

წინასწარი გამოძიებით, გამორიცხა მკვლელობის ვერსია, თუმცა, გოგონას ცხედარს ექსპერტიზა მაინც ჩაუტარდება.

აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე გოგონამ წერილი დატოვა, რომელშიც იმ ფსიქოლოგიურ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საკუთარი სიცოცხლის დასრულება გადაწყვიტა.

პოლიციამ შვილის გარდაცვალების შესახებ მშობლებს შეატყობინა. ისინი მძიმე მდგომარეობაში არიან და დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ათენიდან ალექსანდრუპოლში.

onalem

ტესტ