fbpx
საზოგადოება

აფრიკული მტვერი საბერძნეთში 29 მარტამდე შენარჩუნდება

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში აფრიკული მტვერის შემოდინება ხუთშაბათამდე გასტანს. ეროვნული სამეცნიერო კვლევების მიხედვით, ჰაერში მტვრის ინტენსივობის კლება 29 მარტიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად დაზარალდება ცენტრალური და სამხრეთ საბერძნეთი, მტვრის რაოდენობა გაიზრდება კრეტზეც.

მეტეოროლოგების განცხადებით, ფენომენი საბერძნეთისთვის უჩვეულო მოვლენა არ არის, თუმცა, უჩვეულოა ინტენსივობა, რომლითაც აფრიკული მტვერი ქვეყანას თავს წელს დაატყდა.

ამ დროისთვის ატიკის მასშტაბით, ერთ კუბურ მეტრ ჰაერში 518 გრ მტვერი ფიქსირდება.

როგორც ბერძენმა პროფესორმა უკვე აღნიშნა, მტვერი ტოქსიკური არ არის და განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ რესპირატორული და გულთან დაკავშირებული პრობლემები.

onalem

ტესტ