fbpx
კრიმინალი

ომონია: დაკავებულია საიუველირო მაღაზიის მფლობელი, რომლის გაძარცვისასაც მამაკაცი გარდაიცვალა

ომონიაზე გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ უფრო და უფრო მეტი დეტალი ვრცელდება. პოლიციამ დააკავა საიუველირო მაღაზიის მფლობელი, რომლის ძარცვის დროსაც თავად მძარცველი სასიკვდილოდ დაშავდა, ხოლო შემდგომ “ევანგელისმოს” საავადმყოფოში გარდაიცვალა. რის საფუძველზე დააკავეს ძარცვის მსხვერპლი
?!

პოლიციამ შეამოწმა უსაფრთხოების კამერები და აღმოჩნდა, რომ თავად მეპატრონე და კიდევ ერთი პირი სასტიკად სცემდნენ მძარცველს, რომელიც ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირი იყო. თუმცა, თავიდან ცნობილი იყო, რომ ამ დროს მაღაზიაში არავინ იმყოფებოდა. ცემის ფონზე გარდაცვლილმა მამაკაცმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა, რისთვისაც ვიტრინა ჩაამსხვრია, შედეგად კი მძიმე დაზიანებები მიიღო.

ინციდენტს ჰყავდა თვითმხილველები, მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს მძარცველის გარდაცვალების მიზეზი და ყველა გარემოება, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა.

ვიდეოზე დეტალურად ჩანს, როგორ სცემს ორი პირი დამნაშავეს.

 

onalem

ტესტ