fbpx
კრიმინალი

ლეროსი: რა ბედი ელით მონსტრი მშობლების მსხვერპლ შვილებს?!

კუნძულ ლეროსიდან გახმაურებული შემთხვევა ბერძნული მედიის ყურადღების ეპიცენტრში რჩება. მოძალადე მშობლების სამ შვილს, ფსიქოლოგები შეამოწმებენ.

კერძოდ, ცოლ-ქმარს, რომელთაც შვილებზე მუდმივი ძალადობა და მათი გაუპატიურება ედება ბრალად, ოთხი შვილი ჰყავს. მათგან უფროსი, 27 წლის ბიჭი ერთადერთია, რომელმაც ოჯახს თავი დააღწია და კუნძულ კოზე დიდი ხნის წინ წავიდა. 14 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭიც ამ დროისთვის ამავე კუნძულზე არიან გადაყვანილი. რაც შეეხება, 24 წლის ბიჭს, რომელიც სერიოზული მენტალური დარღვევებით იტანჯება, საღამოს გადაიყვანენ, სადაც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები შეამოწმებენ.

ის, რასაც ბავშვები ჰყვებიან, შოკისმომგვრელია. მშობლები მათ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ და როგორც ამბობენ, მხოლოდ მაშინ ჩერდებოდნენ, როცა ისინი ტირილს იწყებდნენ. გაუპატიურებისას ხშირად იყენებდნენ სხვადასხვა ნივთებს.

ბავშვები ჰყვებიან ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებად ქცეულიყო.

ვიდრე ორი მონსტრი მშობლის საქმის განხილვა არ დასრულდება, ისინი კუნძულ კოზე დარჩებიან. 24 წლის ახალგაზრდას გონებრივი ჩამორჩენილობის გამო, დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია, ორი მათგანი კი არასრულწოვანია, რაც პროკურორისთვის საყურადღებო საკითხებია. თუმცა, ის აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ბავშვებს ათენში გააგზავნიან.

თუმცა, ერთი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, რა მოხდა გასულო წლის ივლისში, როცა გოგონა და უმცროსი ბიჭი სისხლდენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ, როცა ბავშვებმა გაიგეს, რომ ისევ მოძალადე მშობლებს უნდა დაბრუნებოდნენ, საშინელ ისტერიკაში ჩავარდნენ.

რატომ არ მოხდა შესაბამისი ზომების მიღება სწორედ მაშინ?!

ცოლ-ქმარი კუნძულ კოზე აპტიმრობაში რჩება. სასამართლო პროცესი პარასკევისთვის არის დაგეგმილი.

onalem

ტესტ