fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებთან მუშაობდა და სახლის კარი, ძარცვის მიზნით, ღია დატოვა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ათენში დაკავებულია ქართველი ქალი, რომელიც პირეაზე მოხუც ცოლ-ქმართან დამლაგებლად მუშაობდა. როგორც გამოძიება აცხადებს, მან სამსახურის დაწყებიდან 15 დღეში სახლის კარი ღია განზრახ დატოვა, რათა ხელი შეეწყო თავისი პარტნიორისა და მეგობრებისთვის, შიგნით ძალის გამოუყენებლად შესულიყვნენ და სახლი გაეძარცვათ.

როგორც ცნობილია, შუადღის საათებში, როდესაც მოხუცებს ეძინათ, 35 წლის ქართველი ქალი სახლიდან გავიდა და კარი ღია დატოვა. შემდეგ იქ სამი პირი შევიდა და აიღეს ფული და სხვადასხვა ძვირფასი სამკაულები, შემდეგ კი სარდაფში ჩასვლა და იქაურობის დაცარიელებაც სცადეს. სწორედ ეს აღმოჩნდა მათი შეცდომა.

კორპუსის სხვა მაცხოვრებლებმა ხმაური გაიგეს და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოფიცრებმა სარდაფში იპოვეს სამი მამაკაცი და თავად დამხმარე ქალიც, რომელიც ჯერ სახლიდან წავიდა, ხოლო შემდეგ დაბრუნდა, რათა მათ ძარცვაში “დახმარებოდა.” ის კარის უკან იმალებოდა, როცა პოლიცია მივიდა.

ცხადია, დააკავეს ოთხივე მათგანი და ქალს მოუწია ეღიარებინა, რომ იცოდა დაგეგმილი ძარცვის შესახებ.

თავდაპირველად ის აცხადებდა, რომ სარდაფში უსაბუთობის გამო იმალებოდა და თავს დაესხნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს მისთვის ბრალის წასაყენებლად.

 

წყარო: https://www.zarpanews.gr/oikiaki-voithos-voithise-ton-erasti-kai-toys-synergoys-toy-na-xafrisoyn-to-spiti-poy-ergazotan/

onalem

ტესტ