fbpx
კრიმინალი

შოკისმომგვრელი ინციდენტიდან 26 წლის შემდეგ პოლიცია ახალ დეტალებზე საუბრობს

1991 წლის 24 ივლისს კუნძულ კოსზე 21 თვის ბავშვი გაუჩინარდა. დღეს კი, 26 წლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ჩვილის გაუჩინარების ადგილას აღმოჩენილია უამრავი ნივთი, მათ შორის ფეხსაცმლის ფრაგმენტი და მისი სათამაშო მანქანა.

აღსანიშნავია ის, რომ 21 თვის ბენ ნედამის ფეხსაცმელზე სისხლის კვალი შეინიშნებოდა. პოლიციამ ფეხსაცმლის ფრაგმენტი ბრიტანეთში გადააგზავნა, სადაც დნმ-ის ანალიზის საშუალებით დადგინდება, თუ ვის ეკუთვნის სისხლი.

პოლიციის ინსპექტორი აცხადებს, რომ მისი პროფესიული რწმენით ბავშვი ფერმაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ”მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით და არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ ბენი ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა, რისი მიზეზიც ფერმაში მომუშავე მძიმე ტექნიკა გახდა, ” აცხადებს ის.

ბენი სწორედ მაშინ დაიკარგა, როდესაც ის მისი ბაბუის მიერ განახლებულ ფერმაში თამაშობდა.

გაუჩინარებიდან 21 დღიანი ძებნის შემდეგ, გაჩნდა ვარაუდი, რომ ის მძიმე ტექნიკამ იმსხვერპლა. თუმცა, შემთხვევა განსკუთრებით უცნაური იყო ვინაიდან, ბავშვის სხეული ვერავინ იპოვა.

ბრიტანულია მედია იტყობინება, რომ ბავშვის სიკვდილში ბრალი მიწის მთხრელს, კონსტანტინოს ბარკასინს მიუძღვის, რომელიც ფერმაში მუშაობდა. ის იქ ბოლოს სწორედ 1991 წელს ნახეს, თუმცა, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ბავშვის ფეხსაცმელი 2012 წელს აღმოაჩინეს.

გამოძიებისას ნაპოვნი იქნა უამრავი მინიშნება, რომელიც პოლიციას დაეხმარება დაადგინოს, თუ ვინ შეიძლებოდა შეხებოდა ბავშვის ფეხსაცმელსა და სათამაშო მანქანას.

ბავშვის ოჯახი ინფორმირებულია და საბერძნეთის პოლიცია მათ მოუწოდებს, დაეხმარონ გამოძიების პროცესში.

”ყველაფერი რაც ამ დრომდეა აღმოჩენილი, მაიძულებს ვიფიქრო, რომ საქმე შეთქმულებასთან გაქვს და დანაშაული დაფარეს. სხვა შემთხვევაში ჩემი შვილის სხეულს ვიპოვიდით,” აცხადებს ბენის დედა. ”ფაქტია, რომ ის მოკლეს, შემდეგ კი გადაადგილეს და რაღაც მიზეზის გამო გაანადგურეს, დამარხეს.”

onalem

ტესტ