fbpx
კრიმინალი

“საბერძნეთში ჩამოიყვანა, აფეხმძიმებდა და ბავშვებს აყიდინებდა” – ახალი წლის ღამეს სასტიკად მოკლული დების ამბავმა ალბანეთი და საბერძნეთი შეძრა

31 დეკემბერს ალბანეთში, კერძოდ, ტირანაში მომხდარმა მკვლელობამ შეძრა ბერძნული და ალბანური საზოგადოება. მოკლულია ორი ახალგაზრდა ქალი და ამ დანაშაულმა კიდევ სხვა ბევრ დანაშაულს ახადა ფარდა.

რატომ ალბანეთი და საბერძნეთი?!

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს ალბანელმა 59 წლის მამაკაცმა კალაშნიკოვის ტიპის იარაღით სიცოცხლეს გამოასალმა ორი ახალგაზრდა ქალი, დები, რომლებიც ასევე ალბანელები იყვნენ. ირკვევა, რომ სწორედ ამ მკვლელობის ჩადენის შემდეგ ფარდა აეხადა ამავე მამაკაცის მიერ უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე ჩადენილ სხვა დანაშაულებს.

მსხვერპლთა უფროსი და აცხადებს, რომ მამაკაცმა ორი ქალი თესალონიკში მოტყუებით, სავარაუდოდ, სამსახურის დაპირებით წაიყვანა და წლების მანძილზე აიძულებდა, რომ მეძავებად ემუშავათ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე შოკისმომგვრელი არის ფაქტი, რომ ორივე დას ფეხმძიმედ ტოვებდა და შემდეგ მათ შვილებს ყიდდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვების გაყიდვის საქმეში დიდი როლი მიუძღვოდა მამაკაცის მეუღლეს, რომელიც საბერძნეთში მასთან ერთად იმყოფებოდა. არსებული ცნობებით, მათ გაყიდული ჰყავთ მინიმუმ 10 ახალშობილი.

59 წლის ბრალდებულს ბავშვები საავადმყოფოდან ადვოკატის დახმარებით გამოჰყავდა, რომელიც ახლა, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

მკვლელობის მოტივად ალბანური მედია ასახელებს “შიშს”, რომ გამჟღავნდებოდა მისი ყველა დანაშაული, სწორედ ამიტომ ერთ-ერთი დის სახლში მივიდა და ორივე სასტიკად მოკლა. შემზარავია ის გარემოებაც, რომ ადგილზე იმყოფებოდა მსხვერპლის 14 წლის ვაჟიც და დედის და დეიდის მკვლელობას შეესწრო.

 

 

onalem

ტესტ