fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: რა უნდა ვიცოდეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით და რა კოდები მოქმედებს 13033-ზე?!

ხვალ, 6 იანვარს, საბერძნეთში ნათლისღების დღესასწაული აღინიშნება. როგორც უკვე ცნობილია, არსებობს დაპირისპირება სასულიერო და სახელისუფლებო მხარეებს შორის. ეკლესია არ ემხრობა ტაძრების დახურვას და მსახურების შეუსრულებლობას ხვალინდელ დღეს.

6 იანვარს არ დაიშვება არანაირი გამონაკლისები და იმოქმედებს ყველა ის ზომა, რომელიც ძალაში შევიდა 3 იანვრიდან. რა უნდა ვიცოდეთ?!

ხვალ გადაადგილება არ იქნება დაშვებული კოდით 6, თუკი ვინმესთან ოჯახში წახვალთ. ანუ აღნიშნული კოდი ძალაში იყო მხოლოდ და მხოლოდ 24 და 31 დეკემბერს და ხვალინდელ დღესთან კავშირი არ აქვს.

13033-ზე იმოქმედებს ყველა კოდი, მათი ფუნქციების შესაბამისად, ისევე როგორც აქამდე იყო.

გადაადგილება კვლავ იკრძალება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე და არა 22:00 საათიდან.

ცხადია, გამონაკლისი კვლავ დაიშვება მათთვის, ვინც ოფიციალურად მუშაობს და დაადასტურებს ამას საბუთით.

 

onalem

ტესტ