fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: უფროსმა თანამშრომელი სცემა, რადგან 160-ის ნაცვლად 70 შეკვეთა მიიტანა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის უფროსმა საკუთარი თანამშრომელი სცემა, რადგან დღიური გეგმა არ შეასრულა და 170 შეკვეთის ნაცვლად, მხოლოდ 70 მიიტანა ადგილზე.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი ამ კომპანიაში 20 წელია მუშაობს და ამბობს, რომ შეკვეთების მიტანა ამინდის გაუარესების გამო ვერ შეძლო და ამას ემატება თავად შეკვეთების დიდი რაოდენობა, რაც კარანტინით არის გამოწვეული.

როდესაც დამსაქმებელმა მას ამასთან დაკავშირებით მისცა, თანამშრომელმა უპასუხა: “შენ მიიტანე!”, სწორედ ამაზე ჰქონდა მამაკაცს მძაფრი რეაქცია და დარტყმის შედეგად ცხვირი გაუტეხა.

ირკვევა, რომ თანამშრომელმა დამსაქმებელს თავდასხმისთვის უჩივლა.

 

onalem

ტესტ