fbpx
საბერძნეთი

გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალა – რომელი სკოლები გაიხსნება საბერძნეთში 11 იანვარს?!

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 11 იანვრიდან საბერძნეთში მხოლოდ დაწყებითი სკოლები და საბავშვო ბაღები გაიხსნება.

ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, გახსნილიყო აბსოლუტურად ყველა სკოლა, შეიცვალა, რადგან ექსპერტებმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირეს.

ამრიგად, 11 იანვარს დაწყებითი სკოლების (დიმოტიკო) მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდებიან, ხოლო 8 იანვრიდან საშუალო და მაღალი კლასის მოსწავლეები (გიმნასიო & ლიკიო) დაიწყებენ დისტანციურ სწავლებას, ონლაინ რეჟიმში.

ამ სკოლების გახსნის თარიღი განიხილება უახლოეს მომავალში და დამოკიდებული იქნება ექსპერტების რეკომენდაციებზე.

 

onalem

ტესტ