fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ უცხოელმა ქალმა მისგან 150.000 ევრო მიითვისა

ყველაფერი რეალურად 2009 წლიდან დაიწყო, როდესაც ქალს ქმრის ქმედებებთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა. მან მობილური ტელეფონი შეწუმოწმა და სწორედ ამ დროს დაეშვა ღრუბლებიდან.

საქმე ეხება ახლა უკვე პენსიაში გასულ ბერძენ მამაკაცს, რომელიც ყოფილი ბანკირი იყო. მას ყველანაირი გამოცდილება და ინფორმაცია ჰქონდა საბანკო სისტემასთან დაკავშირებით და მიუხედავად ამისა, 150.000 ევრო იზარალა. თუმცა, ეს ის თანხაა, რომელიც მან ცოლს დაუსახელა.

ბერძენმა ცოლს უთხრა, რომ მისი სახლიდან საიდუმლო გასვლები და მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი ინფორმაცია უკავშირდებოდა სესხს, რომელიც მან იმისთვის აიღო, რომ საკუთარი ბინა გაერემონტებინათ.

ცხადია, რემონტი არავის დაუწყია, რის გამოც ცოლმა მას მეტი კითხვა დაუსვა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა 150.000 ევრო უცხოელ ქალს გადასცა, რომელიც მას დაჰპირდა, რომ კაფეტერიას გაუხსნიდა და ამ თანხას მომგებიან ბიზნესში დააბანდებდა. შემდეგ კი სესხს ნელ-ნელა, თვეში 1000 ან 2.000 ევროს დაბრუნების გზით დაფარავდა. ამავე დროს, მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ქალი მისი საყვარელი არასოდეს ყოფილა.

მოგვიანებით, ცოლმა საბანკო გადარიცხვების მეშვეობით გაარკვია, რომ სესხის თანხა 167.000 ევრომდე იყო გაზრდილი.

მამაკაცმა სარჩელი შეიტანა და ამტკიცებდა, რომ ქალმა მისგან მოტყუებით მიითვისა ფული, თუმცა, როგორც თავად ქალი ამბობს, მას და ბერძენ მამაკაცს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ და ფულს მისგან, როგორც საჩუქარს ისე იღებდა. ცხადია, მამაკაცი მას თავად სთავაზობდა. გამომდინარე აქედან, ვერაფერი დაუმტკიცეს.

საბოლოოდ პენსიონერ წყვილს “უცხოელი ქალის გამო” სახლის გაყიდვა მოუწიათ, რადგან ვალის დაფარვა ვერ შეძლეს.

onalem

ტესტ