fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უმძიმესი ტრაგედია საბერძნეთში – დაღუპულია ახალგაზრდა ქალი და მისი 2 წლის გოგონა

ბერძნული საზოგადოება შეძრა კრეტაზე მომხდარმა საზარელმა ინციდენტმა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოავარია 38 წლის ქალის სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მოხდა. პირველადი ცნობებით, გარდაცვლილები თავად ქალის მამამ აღმოაჩინა, რაც ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის.

ირკვევა, რომ 38 წლის ქალი პოლიციელი იყო, რომელიც პირგოსის განყოფილებაში მსახურობდა. როდესაც მან, შვილთან ერთად, სახლი მაქანით დატოვა, გაურკვეველი მიზეზების გამო შეეჯახა სასოფლო-სამეურნეო მანქანას, რომელშიც უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე იჯდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შოკისმომგვრელია თავად ის მდგომარეობაც, რომელშიც მანქანები იმყოფებიან.

პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა ერთი ალბანელი და კიდევ ერთი აზიური წარმოშობის მამაკაცი, ანუ ისინი, ვინც მეორე მანქანაში ისხდნენ.

onalem

ტესტ