fbpx
საზოგადოება

მატის ხანძრით დაზარალებული ადამიანების ფოტოებს უცხოური საიტები 10 ევროდ ყიდიან!

მატის ხანძარი საბერძნეთისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ არანაკლებ ტრაგიკულია ის, რაც ამის შემდეგ ხდება. ადამიანების ფოტოები, რომელთაც თვალწინ სახლები დაეწვათ, რომელთაც თვალწინ ახლობლები დაეღუპათ, უცხოურ ვებ-გვერდებზე რამდენიმე ევროდ იყიდება!

მატისა და ნეო ვუძას სახანძრო დეპარტამენტის კოორდინატორებს ამ საკითხთან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. 

ყველაფერი მას შემდეგ გამომჟღავნდა, რაც მატის ხანძრით დაზარალებულმა ერთ-ერთმა პირმა თავის დასთან ერთად, დამწვარ სახლში გადაღებული ფოტო ატვირთა და დააწერა, რომ აღნიშნულ ფოტოს უცხოურ ვებ-გვერდზე მისი ნებართვის გარეშე, 10 ევროდ ყიდდნენ.

ხვალ აპირებენ ზომები მიიღონ ფოტოგრაფისა და ბანკის წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობენ. 

ბერძნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული წუთების ამსახველი ფოტოების ფასები 10 ევროდან 180 ევრომდე მერყეობს, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით სურს “მომხმარებელს” მათი შეძენა.

onalem

ტესტ