fbpx
კრიმინალი

ემიგრანტებისთვის საბუთების არაკანონიერად აღებაში ხელშეწყობის ბრალდებით პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა!

პოლიციის გრძელვადიანი და მასშტაბური ოპერაციის შედეგად, რომელიც ატიკის რეგიონში გარხორციელდა, დაკავებულია 9 პირი.

დაკავებულთა შორის არის 4 ბერძენი და 5 უცხოელი.

ბერძნები ძირითადად არიან საგადასახადო სამსახურის და სადაზღვევო კომპანიებში მომუშავე პირები. ისინი წარმოადგენენ თანამდებობის პირებს და ბრალად ედებათ ემიგრანტებზე “პარამონის” ანუ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთის არაკანონიერი გზით მოპოვებაში ხელშეწყობა, რისთვისაც დიდი რაოდენობით ქრთამს იღებდნენ.

მათ ბრალდებებში კიდევ შედის საბუთების გაყალბება, იმიგრაციის კოდექსის დარღვევა, ქრთამის აღება და თაღლითობა. 

ისინი ამზადებდნენ სხვადასხვა დოკუმენტებს, რომელთა საშუალებითაც საბერძნეთში არალეგალურად მხოვრები პირები ახერხებდნენ მოეპოვებინათ ქვეყანაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება. 

გაყალბებულ საბუთებში შედის სამედიცინო ცნობები, საგადასახადო მონაცემები, სხვადასხვა სერტიფიკატები, უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ.

უცნობია, თუ კონკრეტულად ვისზე გასცემდნენ ისინი აღნიშნულ საბუთებს.

onalem

ტესტ