fbpx
საბერძნეთი

“კორონავირუსთან ერთად ათწლეულები ვიცხოვრებთ, ვაქცინაცია შესაძლოა ყოველ წელს დაგვჭირდეს” – ილიას მოსიალოს

“მაისის ბოლოდან დავიწყებთ ვაქცინაციის სასარგებლო შედეგების დანახვას, მაგრამ იმუნიტეტის კედელი ჯერ კიდევ არ აგვიშენებია. გვჭირდება მეტი დრო,” ასეთი განცხადება გააკეთა პროფესორმა, ილიას მოსიალოსმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე.

თუკი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გაგრძელდა, დიდი ალბათობით, ზრდასრული ადამიანების 60% იქნება ვაქცინირებული ივნისის ბოლოსთვის და გვეცოდინება იმუნიტეტის პროცენტული მაჩვენებლი. შეიძლება სასურველ ინდექსს მაინც ვერ მივაღწიოთ, მაგრამ აუცილებლად დაფიქსირდება რეგრესია და ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა საგრძნობლად შემცირდება.

ჩვენ კორონავირუსთან ერთად კიდევ მრავალი აღწლეული ვიცხოვრებთ. ეს ვირუსი არსად გაქრება. იქნება ჩვენს შორის, როგორც არის გრიპის ვირუსი.

ვაქცინაცია, სავარაუდოდ, გვაძლევს 1 წლიანი ან მეტხნიანი დაცვის გარანტიას. თუმცა, ყოველ წელს უნდა გავიკეთოთ ვაქცინა განმეორებით, გრიპის ვირუსზე.

რაც შეეხება, თრომბოზის განვითარებას AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინების ფონზე, მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია. 

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ყველა ადამიანი უნდა იყოს ფხიზლად და დაიცვას უსაფრთხოების ზომები დამოუკიდებლად, რადგან ყველაფერი იხსნება იმ პირობით, რომ არ მოხდება ისევ პანდემიის აფეთქება,” განაცხადა პროფესორმა.

 

 

onalem

ტესტ