fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“საბერძნეთი თავის თავზე აიღებს მარიუპოლის სამშობიარო სახლის რეკონსტრუქციას” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკიმ რომში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც სახლიდან ჩაერთო, განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით საჭიროა საერთო, მტკიცე ევროპული პასუხი. შეხვედრას ესწრებოდა კიდევ სამი პრემიერ-მინისტრი: მარიო დრაგი, პედრო სანჩესი და ანტონიო კოსტა.

მიცოტაკიმ ასევე გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთი იღებს პასუხისმგებლობას, რომ აღადგინოს მარიუპოლის სამშობიარო სახლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსული ბომბების შედეგად განადგურდა. ეს იქნება პრაქტიკული მხარდაჭერის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც მიცოტაკი მცირედს უწოდებს.

საბერძნეთის პრემიერის თქმით, ევროპამ უნდა მიიღოს ზომები, რომლებიც დაიცავს უკრაინულ საზოგადოებას მინიმუმ ომის დასრულებამდე.

“ამ ენერგეტიკულ კრიზისს ვერცერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება, ვერცერთის სახელმწიფოს ბიუჯეტი ვერ დასძლევს მას. ჩვენ შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილებები არ იქნება მხოლოდ ეროვნული, არამედ იქნება ჰარმონიზებული ევროპული ინტერვენციები, რომ დავაბრუნოთ ფასები ნორმალურ დონეზე.

როცა ბაზრები ხდება სპეკულანტების სამიზნე, დროა, რომ სახელმწიფო ჩაერიოს. ჩვენ გთავაზობთ ასეთ ჩარევას: დაუყოვნებლივ, მომდევნო კვირაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი ევროპული ფრონტი, რადგან ენერგეტიკულმა კრიზისმა ევროპაში შესაძლოა პოპულიზმის კოშმარი გააღვიძოს და დააძინოს თავად ევროპული იდეა,” განაცხადა პრემიერმა.

onalem

ტესტ