fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! 5 ძირითადი წესი, რომელთა დაცვისკენაც ტრანსპორტის მინისტრი მოგვიწოდებს

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კოსტას კარამანლისი აცხადებს, რომ მოსახლეობას დიდი სიფრთხილის და პასუხისმგებლობის გამოჩენა მოუწევს 4 მაისის შემდეგ, როდესაც გადაადგილების საყოველთაო აკრძალვა მოიხსნება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მასობრივი გამოყენება დაიწყება.

ტელეკომპანია ANT1-თან საუბრისას მან განაცხადა:

“არ გადავაადგილდებით, თუ ეს გადაუდებლად არ გვჭირდება. მე მესმის, რომ 6 კვირა მოსახლეობა სახლშია გამოკეტილი და სრულიად ბუნებრივია, რომ ახლა მათ გარეთ სიარული სურთ. მაგრამ თუ ამის საჭიროება არ არის, გთხოთ, რომ მოერიდოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას.”

კარამანლისი გამოყოფს ხუთ ძირითად წესს, რომელიც მოსახლეობამ კანონებად უნდა აქციოს და ისინი საჯარო ტრანსპორტის გამოყენებას უკავშირდება:

  1. თუ სიმპტომები აღგვენიშნება, არავითარ შემთხვევაში არ გადავაადგილდებით საჯარო ტრანსპორტით.
  2. ვიცავთ დისტანციას სხვა მგზავრებისგან.
  3. არ გადავააგდილდეთ ტრანსპორტით, თუ ეს არ არის გადაუდებლად საჭირო (სამსახურის, ჯანმრთელობის მდგომაროების მიზეზით).
  4. აუცილებლად ვატარებთ პირბადეს ტრანსპორტში.
  5. ამ პერიოდისთვის, თუ საშუალება გვაქვს, გამოვიყენოთ სხვა სახის ტრანსპორტი და თავი ავარიდოთ ტროლეიბუსებს, ავტობუსებსა და მეტროს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ათენში ავტობუსების რაოდენობა 550-დან 1.000-მდე გაიზრდება და ასევე გახშირდება მათი მოძრაობა. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს ზემოთ აღნიშნული რამდენიმე წესის დაცვას.

ასევე, საჯარო ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო ხდება და მისი გამოუყენებლობა დაჯარიმდება 150 ევროთი.

onalem

ტესტ