fbpx
საბერძნეთი

ნიღბების სავალდებულო ტარება და მათი ფასები – რა განაცხადა ადონის გეორგიადისმა?!

ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კორონავირუსის ეპოქაში ნიღბებზე განსაკუთრებულმა მოთხოვნამ მათი ფასების ზრდაც გამოიწვია. ახლა, როცა ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება, ხოლო მისი გამოუყენებლობა, საჭირო ადგილას, 150 ევროთი დასჯადი ხდება, მოსახლეობას აინტერესებს, რა ფასში იქნება შესაძლებელი მისი შეძენა.

როგორც განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი, ადონის გეორგიადისი აცხადებს, საბერძნეთში ნიღბების ფასი დასტაბილურდება. ის არ ასახელებს, თუ კონკრეტულად რა ფასი ექნება ერთ ნიღაბს, მაგრამ ის იქნება ხელმისაწვდომი და სახელმწიფო გააკონტროლებს, რომ ღირებულება არ აჭარბებდეს ნორმას.

კითხვაზე, იქნება თუ არა ნიღბები უფასო, ის პასუხობს:

“არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ნიღბებს უფასოდ დაარიგებს. იგივე კითხვა იყო ანტისეპტიკურ საშუალებებთან დაკავშირებით, მაგრამ მათი უფასოდ დარიგება არ მოხდება.

სახელმწიფომ მოახერხა ორ საწარმოსთან თანამშრომლობის დამყარება, რომელიც თვეში 20 მილიონ ნიღაბს დაამზადებს.”

გეორგიადისმა რეკომენდაცია გაუწია ასევე სახლში დამზადებულ ნიღბებს, რომლებიც მოსახლეობამ ხშირად უნდა გარეცხოს.

onalem

ტესტ