fbpx
საბერძნეთი

ხუთშაბათს, 16 მარტს, ათენში ავტობუსები მხოლოდ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ავტობუსები ხუთშაბათს, 16 მარტს, კონკრეტული გრაფიკით იმუშავებენ. როგორც უკვე ცნობილია, დაგეგმილია მასშტაბური გაფიცვა, რაც ნიშნავს, რომ გადაადგილების თვალსაზრისით საკმაოდ რთული დღე იქნება, აქციების გამო.

ΟΑΣΑ-ს გადაწყვეტილებით, ავტობუსები იმოძრავებენ მხოლოდ 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, თუმცა, როგორც მედია იუწყება, მოსახლეობა მზად უნდა იყოს, რომ ისინი გაჩერებებზე ზუსტად 09:00 საათზე არ გამოივლიან, ხოლო მუშაობას 21:00 საათამდე შეწყვეტენ, იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მათი მოძრაობის გრაფიკი. მაგალითად: თუ რომელიმე ხაზს ბოლო რეისი შესასრულებელი აქვს 20:20 საათზე, ეს მისი ბოლო რეისი იქნება და 21:00 საათზე შესაძლოა ტრანსპორტით სარგებლობის საშუალება აღარ იყოს.

თესალონიკში ავტობუსები ხუთშაბათს 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ.

რაც შეეხება ათენის მეტროს სამივე ხაზსა და ტრამვაის, გადაწყვეტილებები ჯერ არ მიღებულა, თუმცა, ცნობილი გახდება დღეს ან მაქსიმუმ ხვალ.

ასევე გემები 16 მარტს არ შეასრულებენ არცერთ რეისს, თანამშრომლები იფიცებიან 24 საათით.

 

onalem

ტესტ