fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ცივსისხლიანი მკვლელობა კორფუზე: ყოფილმა პოლიციელმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე იმსხვერპლა

როგორც ჩანს, ეჭვიანობამ მთლიანად დაბინდა მამაკაცის გონება და ამის ფონზე 55 წლის მეუღლე იარაღით მოკლა.

ინციდენტი კორფუზე დღეს დილით მოხდა, მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარს შორის კიდევ ერთი კამათი წარმოიშვა.

მამაკაცი 62 წლის ყოფილი პოლიციელია. ქალისთვის ის მესამე ქმარი იყო, თუმცა შვილი არ ჰყოლიათ.

ქალს წინა ორი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა. მისი ახლობლების განცხადებით, წყვილს შორის ბოლო დროს ჩხუბის ეპიზოდები ძალიან ხშირი იყო, მიზეზი კი, ძირითადად, ეჭვიანობა.

დღეს დილით 62 წლის მამაკაცმა ჩხუბისას კონტროლი დაკარგა და საკუთარ ცოლს ესროლა.

პოლიციამ ადგილიდან ამოიღო დანაშაულის იარაღი (თოფი).

62 წლის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი კორფუს პროკურორის წინაშე წარსდგება.

onalem

ტესტ