fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ყველამ იცის, სად არის ჩემი შვილი, მაგრამ ჩუმად არიან, მე მუდმივად აქ ვიქნები, რომ შევახსენო, რა მოხდა” – ალექსის დედა

11 წლის ალექსის საქმე ბერძნული საზოგადოების მოუშუშებელი ჭრილობაა. დღემდე უცნობია, სად არის ქართველი ბიჭის ცხედარი, მისი დედა კი, ქ-ნ ნათელა, ფარ-ხმალს არ ყრის, რამდენად მტკივნეულიც უნდა იყოს და ბრძოლას აგრძელებს.

“ჩემთვის დრო 2006 წელს გაჩერდა, მას შემდეგ, თითქოს, 1 დღეც არ არის გასული. ჩემთვის დრო მაშინ გაჩერდა, როდესაც ალექსი სახლში არ დაბრუნდა. ზოგისთვის ეს საქმე დახურულია, მაგრამ ჩემთვის ჯერ ისევ ღიაა, რადგან ალექსი არ მიპოვია და სიმართლე ვერ გავიგე. მე უბრალოდ ველოდები და იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში გახვეულები არიან, მეტყვიან, სად არის ალექსი. ყველამ კარგად იცის, სად არის, მაგრამ ჩუმად არიან. მე კი, მუდმივად აქ ვიქნები, რათა შევახსენო, თუ რა მოხდა. ეს იმისთვის, რომ არ დაავიწყდეთ, რა მოხდა, რადგან მე არ მავიწყდება.

დღემდე არ აქვთ ნათქვამი სრული სიმართლე და ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ, მხოლოდ შეურაცხმყოფენ, ალექსი, რომ ვინმე გავლენიანი ადამიანის შვილი ყოფილიყო, სხვანაირად იმუშავებდა პოლიცია მის საპოვნელად,” ამბობს ქ-ნ ნათელა.

 

 

onalem

ტესტ