fbpx
კრიმინალი

ქალმა მეუღლეს ესთეტიკური ცენტრის გაქურდვა დაავალა, რადგან მომსახურებაში 600 ევრო გადაახდევინეს

დაუჯერებელი შემთხვევა თესალონიკში მოხდა, სადაც მამაკაცმა ესთეტიკური ცენტრი გაქურდა. პოლიციამ დააკავა ბერძენი 56 წლის ქალი და მისი 36 მეუღლე (ალბანეთის მოქალაქე), რადგან ესთეტიკური ცენტრიდან 2.000 ევრო მოიპარეს.

საქმის მასალების მიხედვით, ქალი ესთეტიკურ ცენტრში გარკვეული მომსახურებით სარგებლობდა, რისთვისაც მისი მოსაზრებით, უკიდურესად დიდი რაოდენობის თანხა გადაახდევინეს – 600 ევრო. ამის შემდეგ მან ქმარს დაავალა, რომ ცენტრში მისულიყო და თანხა უკან წამოეღო.

როგორც ირკვევა, მამაკაცი ადგილზე მივიდა და თავდაპირველად თანამშრომელს მოსთხოვა, რომ 600 ევრო დაებრუნებინა მათთვის, რაზეც უარი მიიღო. ალბანელმა მამაკაცმა ამის შემდეგ გეგმის მეორე ნაწილის განხორციელება გადაწყვიტა და ცენტრიდან სალარო მოიპარა, სადაც 2.000 ევრო იდო.

მოგვიანებით განხორციელებული ჩხრეკის შედეგად წყვილის სახლში თანხა აღმოაჩინეს და ორივე დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა და შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ