fbpx
კრიმინალი

“ცოლების საშუალებით მიაგნეს, რადგან ათენში ჩამოვიდნენ” – ვარიში მოკლული მაფიოზების შეცდომა

ბერძნული მედიის საშუალებით ცნობილი ხდება, თუ როგორ მიაგნეს ორ კრიმინალს და ოჯახებთან ერთად სადილობისას ჩაცხრილეს. საუბარია ვარიში, ერთ-ერთ ტავერნაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როდესაც კრიმინალური ორგანიზაციის ორი ლიდერს ოთხმა შენიღბულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიონალი მკვლელები მათ კვალზე ცოლების საშუალებით გავიდნენ, რომლებიც ათენში 1.5 თვის წინ ჩამოვიდნენ, რათა მეუღლეებთან ერთად ყოფილიყვნენ. როგორც ირკვევა, ისინი სერბები არიან და სწორედ მათი საშუალებით გაიგეს დაპირისპირებულმა კრიმინალებმა იგორ დედოვიჩისა და სტევან სტამატოვიჩის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, შემდეგ კი “საქმე შეასრულეს.” სწორედ ეს აღმოჩნდა, მათ დიდი შეცდომა.

მედიის ცნობით, ორივე მათგანი ყალბი საბუთებით მოძრაობდა და ინტერპოლის მიერ იყვნენ ძებნილები.

ორი დაპირისპირებული კრიმინალური ორგანიზაციის წევრებს 5 წლის მანძილზე 40-მდე ადამიანი ჰყავთ დახოცილი.

onalem

ტესტ