fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ჩრდილოეთ ლონდონში 22 წლის ბერძენი გოგონა სასტიკად მოკლეს

შობის წინა ღამეს ჩრდილოეთ ლონდონში 22 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი ბერძენია.

პარკი, სადაც გვამი იპოვეს, მისი სახლიდან დაახლოებით 450 მეტრის მოშორებით მდებარეობს. პოლიციის ინფორმაციით, გოგონას ღრმა ჭრილობები აქვს მიყენებული დანით, ასევე მძიმე ტრამვები აღენიშნება თავის არეში. სავარაუდოდ, ის შობის წინა ღამეს მოკლეს, როდესაც მეგობრებისგან სახლში ბრუნდებოდა. ამის შემდეგ კი მასზე ძებნა გამოცხადდა და 3 დღის მანძილზე მისი ცხედარი ვერავინ იპოვა.

მისი მეგობრების განცხადებით, ის სახლში დაბრუნების შემდეგ, მოგვიანებით სხვა მეგობართან უნდა წასულიყო, სადაც შობის გატარებას აპირებდა, თუმცა, რადგან არ გამოჩნდა, მისი ძებნა აქტიურად დაიწყეს, თავდაპირველად სოციალური ქსელის საშუალებით.

ისინი ამბობდნენ, რომ გოგონას გაუჩინარების არ სჯეროდათ, რადგან ყოველთვის იპოვიდა ინტერნეტს მათთან დასაკონტაქტებლად. ამიტომ, ფიქრობდნენ, რომ რაიმე ცუდი მოხდა.

მისი თითოეული მეგობარი მის გაუჩინარებას ძალიან განიცდიდა. მათ ფეისბუქის საშუალებით გვერდიც კი შექმნეს, რომლითაც მოგვიანებით, მისი დაკრძალვისთვის თანხები შეაგროვეს.

გარდაცვლილი ბერძენი გოგონას სახელია იულიანა ტუდოს.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ჯერჯერობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი არცერთი პირი არ არსებობს.

onalem

ტესტ