fbpx
კრიმინალი

უსაბუთო იმიგრანტები საწყობში ორი კვირის მანძილზე ჰყავდათ გამოკეტილი და მათ ოჯახებს თანხას სთხოვდნენ

საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკის გარეუბანში ხუთი მამაკაცი დააკავა, რომელთაც ბრალად არალეგალი იმიგრანტების, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, საწყობში გამოკეტვა და გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახებისგან თანხების მოთხოვნა ედებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საწყობიდან ერთ-ერთმა მძევალმა გაქცევა შეძლო და შემდეგ პოლიცია სხვების დასახმარებლად მიიყვანა. როგორც ირკვევა, იქ იპოვეს მამაკაცები პაკისტანიდან და ავღანეთიდან, რომლებიც ჯერ საბერძნეთში უკანონოდ შემოიყვანეს, შემდეგ კი საწყობში გამოკეტეს და იქ ორი კვირის მანძილზე იყვნენ დამწყვდეულები.

მათი საბერძნეთში შემომყვანი პირები, რომელთაგან თითოეული ავღანელია, მძევალთა ოჯახებისგან 1.000-დან 3.000 ევრომდე ითხოვდნენ, რათა ისინი გაეთავისუფლებინათ.

დაკავებულები განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ