fbpx
კრიმინალი

ომონიის ცენტრში პოლიციამ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა – ისინი გაქცევას ცდილობდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ორი უცხოელი ახალგაზრდა ომონიის ცენტრში იდგა, როდესაც მათკენ მიმავალი პოლიცია დაინახა და მაშინვე გაქცევა სცადეს. თუმცა, მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

პოლიციის ცნობით, მათ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით ეძებდნენ და საბოლოოდ ომონიაზე დააპატიმრეს. ორივე მათგანი პაკისტანის მოქალაქეა. პოლიციამ ამოიღო მარიხუანის 100 პაკეტი, საერთო ჯამში 391.6, რომელიც გასაყიდად ჰქონდათ გამზადებული.

პაკისტანელები ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ