fbpx
კატეგორიის გარეშე

35 წლის ბერძენი ღვთისმშობლის ხატს ინტერნეტში 100.000 ევროდ ყიდდა

ამ დროისთვის დაკავებულია 35 წლის ბერძენი მამაკაცი და მისი ნათესავი ქალი, რომელიც ანტიკურ ხატს სახლში მალავდა, ვიდრე მამაკაცი მის გაყიდვას შეძლებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენი ინტერნეტის საშუალებით ეძებდა კლიენტს, რომელიც ღვთისმშობლის ანტიკურ ხატს 100.000 ევროდ შეიძენდა. ის ხატს არეკლამებდა კიდეც, რის გამოც, პოლიციისთვის ფაქტი მარტივად შესამჩნევი გახდა და დაიწყო გამოძიება, რომლის შედეგადაც 35 წლის მამაკაცს მიაკვლიეს და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

თავად ხატი კი, მისი ნათესავის სახლში იპოვეს და ქალს წაუყენეს ბრალდება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უკანონოდ შენახვას გულისხმობს.

ორივე მათგანი კილკიში აიყვანეს.

როგორც კომპეტენტურმა არქეოლოგებმა დაადგინდეს, ხატი უნიკალური ქმნილებაა და ის კანონის დაცვის ქვეშ იმყოფება.

onalem

ტესტ