fbpx
კატეგორიის გარეშე

როდესაც მიწისძვრის დროს საოპერაციო მაგიდაზე წევხარ – რას ჰყვება წარმატებული ბერძენი ათლეტი

მარია პოლიზუ – ქალი, რომელმაც ბერძნული სპორტის სფეროში უამრავი რეკორდი მოხსნა. წარმატებული მორბენალი ამბობს, რომ სწორედ მაშინ, როცა ათენს 5.3 ბალიანი მიწისძვრა დაატყდა თავს, საკმაოდ სერიოზულ ოპერაციას იკეთებდა.

პოლიზუს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, თუმცა, უმძიმეს პერიოდს ღიმილითა და ოპტიმიზმით შეხვდა.

სპორტსმენი ამბობს, რომ მიუხედავად ძალიან ძლიერი ბიძგებისა, ექიმების მთელი გუნდი და საავადმყოფოს პერსონალი მაქსიმალური მობილიზებით მუშაობდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

აღსანიშნავია, რომ მიწისძვრისგან გამოწვეული შოკი ადამიანებში პანიკას იწვევს და კიდევ მეტად დამთრგუნველია ფიქრი, რომ პაციენტის ბედი სწორედ ამ მომენტში წყდება.

პოლიზუ მადლობას უხდის ყველას გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

onalem

ტესტ