fbpx
პოლიტიკა

ვინ გახდა საბერძნეთის პრეზიდენტი – ეკატერინი საკელაროპულუმ ხმათა უმრავლესობა მიიღო

დღეს საბერძნეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ეკატერინი საკელაროპულუმ, პარლამენტში ხმათა უმრავლესობა მიიღო. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში საბერძნეთს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლება.

როგორც ცნობილი გახდა, საკელაროპულუმ 300-დან 261 ხმა მიიღო და მას შემდეგ, რაც პროკოპის პავლოპულოს 31 მარტს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურება, მის ადგილს ის დაიკავებს.

კირიაკოს მიცოტაკი აღნიშნავს, რომ ბერძნულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის დამყარების დროა და პარალელურად 2019 წლის გამოკითხვების აჩვენებს, რომ ბერძნების 72%-ს სჯერა, რომ ქვეყანას ქალი ლიდერები სჭირდება, რათა მიღებულ იქნეს ბევრად რბილი და დემოკრატიული გადაწყვეტილებები.

onalem

ტესტ