fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მეორე უეცარი ვიზიტი “ლაიკოს” საავადმყოფოში

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა მეორე სრულიად მოულოდნელი ვიზიტი განახორციელა ამჯერად “ლაიკოს” საავადმყოფოში.

მან უკვე მოინახულა საბერძნეთის ყველაზე დიდი საავადმყოფო “ევანგელისმო”, სწორედ მაშინ, როცა არავინ ელოდა. კიკილიასი შუაღამით მივიდა იქ და მომსახურე პერსონალსა და პაციენტებს პირადად ესაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრი აგრძელებს მოულოდნელ ვიზიტებს, რათა შეამოწმოს რამდენად ეფექტურია მუშაობა და რა პრობლემები აქვთ ავადმყოფებს მკურნალობის პროცესში.

მინისტრი არ ატყობინებს ხელმძღვანელობას სტუმრობის შესახებ, რადგან სურს რომ საავადმყოფოები მოუმზადებელ პირობებში მოინახულოს.

onalem

ტესტ