fbpx
პოლიტიკა

“ევროკავშირი ვალდებულია შეაჩეროს თურქული პროვოკაციები” – სტელიოს პეცასი აგია სოფიასთან დაკავშირებით

მთავრობის სპიკერმა, სტელიოს პეცასმა, აგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არა თურქულ-ბერძნული, არამედ გლობალური პრობლემაა.

მან მოუწოდა ევროკავშირს, რომ შეაჩეროს თურქული პროვოკაციები და მიიღოს გარკვეული ზომები. ამაში იგულისხმება სანქციების დაწესება.

“გასული პარასკევის შემდეგ მთელი ცივილიზებული სამყარო, ევროპა და ქრისტიანები მსოფლიოს მასშტაბით, დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით. თურქეთის პრეზიდენტი აგია სოფიას მეჩეთად გადაკეთებას უპირებს. ეს არის ისტორიული შეცდომა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარკვეული რეაქცია. ეს საკითხი არ არის თურქულ-ბერძნული, ეს არის გლობალური პრობლემა. ევროკავშირი ვალდებულია შეაჩეროს ერდოღანის მორიგი პროვოკაცია.”

აგია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებამ სასულიერო პირები შეძრა და კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა თურქებს გაუნათლებელი და არაცივილიზებული ერიც კი უწოდა.

 

onalem

ტესტ