fbpx
პოლიტიკა

“სერიოზულად? მთელ ქვეყანაში ვერ ნახეთ ქალები პარლამენტში შესასვლელად?” – BBC-ის ჟურნალისტი მიცოტაკის

“სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავდა პოლიტიკით დაინტერესებული ბევრი ქალი,” ასეთი პასუხი გასცა კირიაკოს მიცოტაკიმ BBC-ის ჟურნალისტს კითხვაზე, რომელიც ახალ მთავრობაში ქალების და მამაკაცების არაპროპორციულ რიცხვს უკავშირდებოდა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია ვიპოვო 21 გამოცდილი ქალი პარლამენტში ადგილების შესავსებად. სერიოზულად? მთელ ქვეყანაში ამდენ საოცარ ბერძენ ქალში ვერ იპოვეთ ისინი?”  – დაჟინებით ჰკითხა ჟურნალისტმა მიცოტაკის.

“მე ვთხოვე ძალიან ბევრ ქალს, რომ შეერთებოდნენ მთავრობას. მაგრამ ისინი ბევრად თავშეკავებულები და გაუბედავები იყვნენ, ვიდრე მამაკაცები. მე არ მიხარია ასეთი გენდერული შემადგენლობა და ამას ღიად ვაცხადებ. მაგრამ დარწმუნებილი ვარ, რომ ის ქალები, რომლებიც ჩვენ უკვე გვყავს, თავიანთ საქმეს საუკეთესოდ შეასრულებენ. 

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ მთავრობაში 51 მინისტრიდან და მინისტრის მოადგილიდან ქალი მხოლოდ ხუთია.

 

onalem

ტესტ