fbpx
კრიმინალი

ათენი: 17 წლის ბიჭზე ალბანელებისა და ბერძნების თავდასხმამ საზოგადოებაში შიში დათესა

სულ რამდენიმე დღის წინ იყო 13 წლის გოგოზე თავდასხმის შემთხვევა, თუმცა, ახლა საქმე კიდევ უფრო მძიმედ არის. ინციდენტი ათენში, გალაცის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც 17 წლის მოზარდი საკუთარ მეგობრებთან ერთად კაფეში წავიდა.

ირკვევა, რომ ისინი იქ მიმდინარე ჩხუბს შეესწრნენ და მოზარდმა გადაწყვიტა, რომ 20 წლამდე ბიჭები, რომლებიც ჩხუბობდნენ შეეჩერებინა და დაუწყო ყვირილი: “შეწყვიტეთ ჩხუბი!” როგორც მისი დედა ამბობს, ამას იქ სხვა ბევრი ადამიანიც აკეთებდა.

არსებული ცნობებით, მასთან ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი ბიჭი მივიდა და უთხრა, რომ არ ჰქონდა უფლება გადაეწყიტა, როდის გაჩერდებოდნენ ისინი და ცემა დაუწყო. შემდეგ მას მოჰყვნენ სხვებიც და 20-მდე თავდამსხმელი გამეტებით ურტყამდა რამდენიმე წუთის მანძილზე.

შედეგები საკმაოდ შემზარავია, 17 წლის მოზარდს აქვს მრავალი დაზიანება, თავისა და სახის არეში განსაკუთრებით. ყბაზე საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომ აღდგეს პირვანდელი სახე, რადგან მოტეხილი აქვს.

როგორც ოჯახის ადვოკატი ამბობს, გალაცის უბანში საზოგადოება შიშით არის შეპყრობილი, რადგან ადამიანების ამ ჯგუფს უმიზეზოდ შეუძლიათ გაიმეტოს ნებისმიერი, ვინც წინ გადაეღობება.

ცნობილია, რომ მათ შორის არიან ალბანელები და ბერძნები, რომელთაგან დაკავებულია მხოლოდ 4. ის ბიჭმა თავად ამოიცნო. პოლიციის განყოფილებაში 17 წლის მოზარდის დედას შეატყობინეს, რომ მათი მსგავსი დანაშაული ადრეც ჩაუდენიათ და დაჯგუფების ე.წ. ლიდერი ქუჩაში მოძრაობს დანით.

გამოძიება სხვების იდენტიფიცირებისთვის გრძელდება.

onalem

ტესტ