fbpx
კრიმინალი

“ისინი კარგად მომზადებული და გაწვრთნილი მკვლელები იყვნენ” – რა აღწერა ვარიში მდებარე ტავერნის კამერამ

პოლიცია ვარიში მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. მოწმდება კამერები, რომლებმაც დააფიქსირეს, როგორ ჩაცხრილეს ადგილზე მონტენეგროელი ორი მამაკაცი, როდესაც ოჯახებთან ერთად ტავერნაში სადილობდნენ.

კამერების ჩანაწერებს, ცხადია, ემთხვევა თვითმხილველთა ჩვენებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ოთხი მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, პროფესიონალ მკვლელს ჰგავდა.

“გადმოვიდა შავებში ჩაცმული ოთხი მამაკაცი, სამხედროები. გაწვრთნილებს გყავდნენ. გადმოვიდნენ და პირდაპირ მათკენ წავიდნენ, ერთმანეთში არ საუბრობდნენ და დაახლოებით ნახევარი მეტრით იყვნენ დაშორებულები. მათთან ერთად იყო კიდევ ერთი ვერცხლისფერი მანქანა, თავად კი შავი ჯიპით იყვნენ,” ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი Star-ის კამერასთან.

პოლიცია ამ დრომდე ვერ ახერხებს პროფესიონალი მკვლელების კონკრეტული ვინაობის და ადგილსამყოფელის დადგენას, გარდაცვლილები კი როგორც უკვე ცნობილია მონტენეგროში ძებნილი კრიმინალები იყვნენ.

onalem

ტესტ