fbpx
კრიმინალი

პირეა: 42 წლის ბერძენ ქალს სახლში კოკაინი, ჰაშიში და გაურკვეველი აბები აღმოუჩინეს

პოლიცია თვალებს არ უჯერებდა, როდესაც 42 წლის ბერძენი ქალის სახლში სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები იპოვეს. ამოღებულია როგორც კოკაინი და ჰაშიში, ასევე აბები, რომელთა სახელწოდებებიც ოფიცრებმაც კი არ იცოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის დეპარტამენტმა ჩაატარა და ქალი პირეას ტერიტორიაზე აიყვანეს.

მას ნარკოტიკული საშუალებები დანაწილებული და დაფასოებული ჰქონდა, ფაქტობრივად, გამზადებული, რათა გაეყიდა. ჩამოართვეს როგორც მობილური ტელეფონები, ასევე 350 ევრო.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს მისი თანამზრახველების გამოსავლენად.

onalem

ტესტ