fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა საკუთარი მამა გაძარცვა და ნაცემი ქუჩაში მიატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი პატრასში მოხდა. 50 წლის მამაკაცი საკუთარ მამას დაესხა თავს, რათა მისთვის ფული წაერთმია.

ბრალდებული გასულ ხუთშაბათს დააპატიმრეს, მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ის მამის სახლში მივიდა, საფულე ძალის გამოყენებით წაართვა, სადაც 600 ევრო იდო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ქუჩაში, გზაზე დაშავებული მიატოვა.

უცნობია, თუ რა საფუძველი ჰქონდა მის ქმედებას და მუდმივად ძალადობდა თუ არა ის მშობელზე, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ