fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: 54 წლის მამაკაცი საკუთარმა ძმისშვილმა ფულის გამო სასტიკად მოკლა

54 წლის მამაკაცი, რომელიც პროფესიით ბუღალტერი იყო, საკუთარი სახლის აუზში გარდაცვლილი იპოვეს. მას დანით თავის არეში მინიმუმ 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც ჩანს, გარდაცვალებამდე თავდამსხმელს დიდხანს ებრძოდა.

სახლს არ ეტყობოდა, რომ იქ ვინმე ძალის გამოყენებით შევიდა, თუმცა, მკვლელმა ბინაში კვალი მაინც დატოვა. ინციდენტი 17 აგვისტოს მოხდა, თუმცა, პოლიციამ საქმე 1 თვის შემდეგ გახსნა.

ANT1-ის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ფინანსური აზრთა სხვადასხვაობა იყო. გარდაცვლილი მამაკაცი 24 წლის მკვლელის ბიძა იყო და მას შემდეგ ზრდიდა, რაც ბიჭის მამა ნეა ხალკიდონაში ყაჩაღობისას მოკლეს.

24 წლის ახალგაზრდა ბიძისგან თანხას ითხოვდა, თუმცა, მისგან ფინანსურ დახმარებას რეგულარულად იღებდა. როგორც ცნობილია, ბიჭს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. საბედისწერო დღეს ის ბიძასთან ფულის სათხოვნელად მივიდა, ხოლო მსხვერპლმა მას ის თანხა მოსთხოვა, რომელიც იქამდე მისთვის ნასესხები ჰქონდა.

ამის შემდეგ, მან დანა ამოიღო და ბიძას თავს დაესხა. უცნობია, ინახებოდა თუ არა სახლში თანხა და წაიღო თუ არა მან რაიმე. თუმცა, პოლიციამ ბინაში პაკეტი იპოვა, რომელშიც ფულის გარკვეული რაოდენობა ინახებოდა. სავარაუდოდ, დამნაშავემ პაკეტს ვერ მიაგნო.

24 წლის ბიჭის მამა რამდენიმე წლის წინ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ის გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს. დედამ კი ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და მცირე ხანში ისიც გარდაიცვალა.

პოლიციამ საქმის დეტალები ახლახანს გაარკვია და გაასაჯაროვა.

onalem

ტესტ