fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ამინდი უარესდება – ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა ქვეყანაში

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, ხვალიდან, 12 მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ზამთარი ბრუნდება.

მეტეოროლოგთა ცნობით, 12 მაისს საღამოს საათებში ამინდი შეიცვლება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და ზოგიერთ რეგიონში სეტყვაც კი.

კვირას ღამის საათებიდან ფენომენი გავრცელებას დაიწყებს, ორშაბათს იწვიმებს იონიის ზღვის კუნძულებზე, ეპირუსში, დასავლეთ სტერეაში.

ორშაბათს დილიდან ასევე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი პელოპონისოში, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში, შუადღემდე იწვიმებს თესალიასა და სპორადესში.

უხვ ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ატიკის რეგიონსა და ევიაშიც, განსაკუთრებით ორშაბათს საღამოს.

 

onalem

ტესტ