fbpx
საზოგადოება

ბერძენი ემიგრანტების დაბრუნება კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნიშანია

Eurogroup-ის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა შედგა. საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არსებობს დასაბუთებული ვარაუდი : ქვეყნის შვილების დაბრუნება, წერს Franceinfo.

მეტიც, კვლევის თანახმად, ქვეყნიდან წასული ბერძნების ორ მესამედს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურს. საზღვარგარეთიდან უკვე ბევრი ბერძენი დაბრუნდა, მაგალითად თალია მისაილიდუ, რომელიც საბერძნეთიდან კრიზისის გამო წავიდა და ინგლისსა და გერმანიაში მოღვაწეობდა, სანამ 2017 წელს საბერძნეთში დაბრუნებას გადაწყვეტდა.

ასევე ალექსანდროს სკურასი , რომელიც აშშ-ში წავიდა და ერთ-ერთ კვლევით ცენტრში მუშაობდა. ის დაბრუნდა და ახლა უკვე ათენში, პართენონასთან ახლოს, ერთ-ერთ უფრო მცირე ზომის კვლევით ცენტრში მუშაობს.

საბერძნეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით 920 ევროს შეადგენს, ანუ 60%-ით ნაკლებია, საფრანგეთსა და გერმანიაზე. ეს განსხვავება ხსნის საშუალოდ 400 000 ბერძენის წასვლას 2010 წლიდან, აღნიშნა Franceinfo-მ.
თუმცა ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ირკვევა, რომ წასული ბერძნების ორ მესამედს შინ დაბრუნება სურს.

 

onalem

ტესტ