fbpx
საზოგადოება

ათენი: მეორე მძღოლის “პატარა” შეცდომა, რომელსაც 28 წლის ნიკოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ალიმოს ტერიტორიაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. 28 წლის ნიკო, რომელიც მოტოციკლს მართავდა, Smart-ის ტიპის ავტომობილს დაეჯახა, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია.

როგორც ირკვევა, მოტოციკლი სწრაფად მოდიოდა, ხოლო Smart-ის მძღოლი STOP-ის ნიშანზე არ გაჩერდა და გზა განაგრძო, რასაც შეჯახება მოჰყვა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ 28 წლის ნიკო მანქანაში შევარდა, რომელიც შემდეგ გადაბრუნდა. თავად მანქანის მძღოლმა მოახერხა გადმოსვლა და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა, 28 წლის ნიკო, სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა.

აღნიშნავენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილას ხშირად ხდება ავარიები, რადგან მძღოლები ჩვეულებრივ STOP-ის ნიშანს ყურადღებას საერთოდ არ აქცევენ.

შემთხვევის ადგილზე ნიკოს მეგობრებმა გული დახატეს და დააწერეს: “შვიდად განისვენე”.

 

onalem

ტესტ