fbpx
საზოგადოება

სასტიკი ჩხუბი საკის რუვას კონცერტზე თესალონიკში – დაშავებულია ერთი ადამიანი

გუშინ საღამოს თესალონიკში საკის რუვამ გრანდიოზული კონცერტი გამართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო და მხიარულება ძალიან მალე სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც პოლიცია ჰყვება, ადგილზე მისვლისას ჩხუბის მონაწილე ორი ჯგუფის იდენტიფიცირება მოხდა.

კონცერტზე ერთ-ერთ დახლთან, სადაც სასმელს ყიდდნენ, კლიენტები თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ვერ გაიყვეს მათ.

პოლიციამ სიტუაცია სწრაფად გაანეიტრალა და ერთი დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ყველაფრის პარალელურად რუვა კონცერტზე ცეცხლოვან ნომრებს ასრულებდა და აუდიტორიას საკუთარი მაისურიც კი ესროლა, რასაც მომღერალი ხშირად აკეთებს.

 

onalem

ტესტ